გაეროს გენერალურმა ასამბლეამ პალესტინელთათვის ახალი უფლებების მინიჭებას მხარი დაუჭირა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დიდი უმრვალესობით დაუჭირა მხარი პალესტინელთა “უფლებებისა და პრივილეგიების შესახებ” რეზოლუციას. მან ასევე მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს, თავადაც გამოიტანოს შესაბამისი დადგენილება და პალესტინა, როგორც სახელმწიფო, გაეროს 194-ე წევრად მიიღოს.
193-წევრიანმა ორგანიზაციამ რეზოლუციას მხარი 143 ხმით დაუჭირა. 9 მოწინააღმდეგე იყო, 25-მა კი თავი შეიკავა.
შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით სამი კვირის წინ, 18 აპრილს ვეტო დაადო საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც პალესტინელებს გაეროს წევრობისთვის გზას გაუხსნიდა. გაეროში ამერიკის ელჩის მოადგილემ რობერტ ვუდმა ხუთშაბათს თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ასამბლეის რეზოლუციას ეწინააღმდეგებოდა.
შეერთებული შტატები ს მსგავსად იმ 9 ქვეყანას შორისაა, ვინც ახალი რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა. 2012 წლიდან პალესტინას, როგორც სახელმწიფოს, გაეროს არაწევრი, დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი ჰქონდა. ბევრი დასავლური ქვეყანა პალესტინელებს ისრაელთან “ორი სახელმწიფოს” პრინციპზე შეთანხმებას სთავაზობს.
“ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვამბობდით თავიდანვე, რომ გაეროს სრული წევრობის მოპოვებისთვის, არსებობს პროცესი და ეს ძალისხმევა არაბული ქვეყნებისა და პალესტინელების მხრიდან, არის ამ პროცესისთვის გვერდის ავლის მცდელობა”, – თქვა ვუდმა და დასძინა, რომ პაალესტინელთათვის გაეროს სრული წევრობის საუკეთესო გზა ისრაელთან მოლაპარაკებებზე გადის და ამერიკა ინარჩუნებს ამ პოზიციას.
ამასთან, პარალელურად, “გაერთიანებული ერების ორგანიზაცია” აცხადებს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება სავარაუდოდ შეფერხდება, რადგან ისრაელის შეიარაღებულმა ძალებსა და პაალესტინელ მებრძოლებს შორის ქალაქ რაფას მიმდებარედ შეტაკებები უკვე დაიწყო.
ისრაელის ტანკებმა ქალაქის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებს შორის გამყოოფი გზა უკვე დაიკავეს, აღმოსავლეთ ნაწილი უკვე მათ ალყაშია. ვაშინგტონმა ისრაელს გარკვეული სამხედრო დახმარება ამ მოსალოდნელი სამხედრო ოპერაციის წინ შეუჩერა და კიდევ ერთხელ მოუწოდა ქვეყანას, თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯებისგან, რაც ასე მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ გარემოში, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს და ჰუმანიტარული კაატასტროფის კიდევ უფრო მეტად გამწვავებას გამოიწვევს.
რაფას მცხოვრებლები ამბობენ, რომ 10 მაისს, ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით გამუდმებული სროლა და აფეთქებები ისმოდა. ისრაელის ძალებსა და “ჰამასის” და “ისლამური ჯიჰადის” მებრძოლებს შორის იქ შტაკებები გრძელდება.
დაჯგუფება “ჰამასი”, რომელსაც ომი ისრაელმა 7 ოქტომბრის თავდასხმის პასუხად გამოუცხადა, ამბობს, რომ მან ისრაელის ტანკებს ქალაქის აღმოსავლეთით მდებარე მეჩეთთან შეუტია. რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები ქალაქში უკვე რამდენიმე კილომეტრით დაწინაურდა.
ისრაელმა რაფას მცხოვრებლებს მოუწოდა, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილი დატოვონ. რაფა ღაზის სექტორის სხვა ქალაქებიდან დევნილი მოსახლეობისთვის ამ დრომდე შედარებით უსაფრთხო, მთავარი თავშესაფარი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს