გაეროს გამოკითხვა: ადამიანების დიდ უმრავლესობას სურს მეტი მოქმედება კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგოდ

გაერომ კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოსარკვევად მასშტაბური გამოკითხვა ჩაატარა.
მსოფლიოს 77 ქვეყანაში გამოჰკითხეს 75 ათასი ადამიანი. მონაწილეთა 80%-ზე მეტი ამბობს, რომ მთავრობებისგან მეტის გაკეთებას მოელის კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ საბრძოლველად.
გაეროს განვითარების პროგრამის, UNDP-ის, მმართველის, ახიმ შტაინერის თქმით, ეს არის ცხადი სიგნალი. გამოკითხულთა 56% ამბობს, რომ სისტემატურად, სულ მცირე, კვირაში ერთხელ ან დღეში ერთხელაც კი ფიქრობს გლობალურ დათბობაზე.
კლიმატის დაცვის მოთხოვნა უფრო აშკარაა ღარიბ ქვეყნებში, მაგრამ ის ასევე მაღალია “დიდი ოცეულის” და სათბური გაზის უდიდეს მწარმოებელ ჩინეთსა და -შიც.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები