გაეროს ბირთვული სააგენტოს დირექტორი რუსეთში ვიზიტს გეგმავს და კრემლისგან დასტურს ელოდება

გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს დირექტორმა თქვა, რომ სამშაბათს მოსკოვში გაემგზავრება, სადაც ში ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე სასაუბროდ, რუს ოფიციალურ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ განცხადება ორშაბათს, ვენაში გააკეთა, სადაც სააგენტოს მმართველთა საბჭოს 35 წევრი გიეგმიური შეხვედრისთვის შეიკრიბა. კრემლისგან გროსის ვიზიტთან დაკავშირებით დასტური ჯერ არ გავრცელებულა
”სიტუაცია კვლავ ძალიან მყიფეა,” – განუცხადა გროსიმ ჟურნალისტებს, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურათან დაკავშირებით.
ევროპის უდიდესი ატომური სადგურის უსაფრთხოებას, „უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით“, თქვა მან.
გროსიმ აღნიშნა, რომ “განზრახვა” პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინტან პირადი შეხვედრა იყო, თუმცა დასძინა, რომ როგორც მოლაპარაკების მასპინძელი, კრემლი ვიზიტს ოფიციალურად დაადასტურებს.
გროსი პუტინს ბოლოს 2022 წლის ოქტომბერში შეხვდა.
რაფაელ გროსი ში ოფიციალური ვიზიტით თებერვალში იმყოფებოდა, როცა მან გადაკვეთა ფრონტის ხაზი და პირადად ეწვია ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურს. უკრაინაში ყოფნის დროს, ისე ასევე შეხვდა პრეზიდენტ ს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

დონალდ ტრამპი – კუბა მრავალი წლის განმავლობაში ვენესუელიდან მიღებული ნავთობითა და ფულით ცხოვრობდა – კუბაში ნავთობი და ფული აღარ წავა, ვენესუელას ახლა აშშ ჰყავს, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა