გაეროს ატომური ენერგეტიკის უწყების ხელმძღვანელი ირანთან მოლაპარაკების „შედეგებს” მოელის

ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი ირანს და მის გლობალურ პარტნიორებს მოუწოდებს, მიაღწიონ „კონკრეტულ, საგრძნობ შედეგებს” თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო, რადგან თეთრ სახლში ტრამპის მოსვლას შეიძლება დიპლომატიისთვის ფანჯრის დახურვა მოჰყვეს.
თეირანში ირანის ბირთვული უწყების ხელმძღვანელთან, მოჰამედ ესლამისთან შეხვედრის შემდეგ, 14 ნოემბერს, ჟურნალისტებს გროსიმ უთხრა, რომ ამ პირობებში, როცა ირანის მოკავშირეები ისრაელს ეომებიან, ხოლო თეირანის მიმართ თავისი მძაფრი პოზიციის მქონე ტრამპი იანვარში -ის პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს, ძლიერდება ზეწოლა, რომელიც ითხოვს პრობლემის მოგვარებისკენ სვლას.
„ჩვენ ვიცით, რომ ამ მომენტში საჭიროა კონკრეტული, საგრძნობი და აშკარა შედეგები, რომლებიც იმის დასტური იქნება, რომ ერთობლივი მუშაობა ვითარებას აუმჯობესებს, მომხდარს უფრო ნათელს ხდის და მთლიანობაში გვაშორებს კონფლიქტს – საბოლოო ჯამში კი, ომს,“- თქვა გროსიმ. „მაგრამ ის ფაქტი, რომ საერთაშორისო და რეგიონული დაძაბულობა არსებობს, აჩვენებს, რომ მოლაპარაკებისთვის და დიპლომატიისთვის სივრცე არ იზრდება, ის მცირდება,“ – დასძინა მან.