გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ფოლკერ ტიურკმა ისრაელს მოუწოდა, გააუქმოს შეთავაზებული კანონი, რომელიც სიკვდილით დასჯის გამოყენებას აფართოებს.
ტურკმა განაცხადა, რომ ისრაელში პირველი მოსმენით მიღებული პროექტი საერთაშორისო სამართლისთვის რამდენიმე დონეზე წარმოადგენს “სახეში სილის გაწვნას”.
ამ კანონით სიკვდილით დასჯა დაწესდება ისრაელის მოქალაქეების „რასისტული მოტივით“ ჩადენილი მკვლელობებისთვის.
ტურკმა შეშფოთება გამოთქვა ადამიანის უფლებებთან და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალთან დაკავშირებით, მაგრამ იქვე გამოთქვა გაფრთხილება დისკრიმინაციის შესახებ. გაეროს უმაღლესი კომისრის შეფასებით, კანონი მხოლოდ პალესტინელების წინააღმდეგ მიმართულ საქმეებში იქნება გამოყენებული.
ამჟამად, ისრაელში სასჯელის უმაღლესი ზომა შეიძლება მიესაჯოს პირს, ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა ღალატი და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, მაგრამ აღსრულება არ ხდება ხოლმე.
ფორუმი




