გაერთიანებულმა სამეფომ და ნორვეგიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადეს

გაერთიანებულმა სამეფომ, ნორვეგიასთან ერთად, უკრაინისთვის 450 მილიონი ფუნტის (დაახლოებით 585 მილიონი დოლარის) ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, – ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 350 მილიონ ფუნტს გაერთიანებული სამეფო, 100 მილიონს კი ნორვეგია „უკრაინის ფონდის“ მეშვეობით გამოყოფს, რომელსაც ბრიტანული მხარე მართავს.
თავდაცვის უწყების ცნობით, აღნიშნული თანხა ასობით ათასი დრონის, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისა და რადარების წარმოებას მოხმარდება, ხოლო 160 მილიონი გამოიყოფა იმ აღჭურვილობის შეკეთებისთვის, რომელიც გაერთიანებულმა სამეფომ ს მანამდე მიაწოდა.
შეგახსენებთ, გუშინ ბრიუსელში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართა, რომელზეც გადაწყდა, რომ გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი „მსურველთა კოალიციის“ სამხედრო დაგეგმვას დააჩქარებენ. კერძოდ, სხვადასხვა ქვეყანა უკვე იწყებს იმის განსაზღვრას, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ უკრაინის მხარდასაჭერად.