გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა სტაგნაციაშია, ბრიტანული ფუნტი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა – Reuters

9 იანვარს, გაერთიანებული სამეფოს ვალუტა ფუნტი სტერლინგი, 2023 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზე დაეცა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
დღევანდელ ვაჭრობის შედეგად ერთი სტერლინგის ღირებულებამ დოლარის მიმართ 1,2295 შეადგინა.
ბრიტანული ვალუტის ვარდნა გამოიწვია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სასესხო ხარჯების ზრდამ. აღნიშნულმა ხარჯებმა ბოლო 16 წლის მაქსიმუმს მიაღწია.
ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ მთავრობის მზარდი ხარჯები გადასახადების შემდგომ ზრდას გამოიწვევს.
როგორც Reuters-ი წერს, გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ამჟამად სტაგნაციაშია და შრომის ბაზარი სწრაფად უარესდება, რადგან დამსაქმებლები გადასახადების ზრდის გამო გამოწვევების წინაშე დგანან.