გაერთიანებით მოგებულები სტუდენტები რჩებიან, თსუ-ს დიპლომებს აიღებენ- ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი ამტკიცებს, რომ უნივერსიტეტის გაერთიანებით მოგებულები სტუდენტები რჩებიან, რადგან ტექნიკური უნივერსიტეტის დიპლომის ნაცვლად, თსუ-ს დიპლომებს აიღებენ.

“ოცნების“ დეპუტატი ფიქრობს, რომ “ეს არის ინიციატივა, რომელსაც არ გააჩნია უარყოფითი მხარეები.“

გაერთიანების შედეგად არც ერთი უნივერსიტეტი არ დაკარგავს საკუთარ თავს, – ამბობს წილოსანი.

„მე ვფიქრობ, ეს არის ინიციატივა, რომელსაც არ გააჩნია უარყოფითი მხარეები. ამ ინიციატივით ყველაზე მოგებული და გახარებული, ალბათ, თავად სტუდენტები აღმოჩნდებიან, იმიტომ, რომ ეს არის ორი მნიშვნელოვანი უნივერსიტეტის გაერთიანება, სადაც ერთ-ერთი ყველაზე ძალიან საამაყო, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით დაასრულებენ და მიიღებენ დიპლომებს სტუდენტები. ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ასევე, ლექტორებისთვისაც და იქ აკადემიური წრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გაერთიანება, რადგან ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელი, ალბათ, ყველასთვის საამაყოა. არც ერთი უნივერსიტეტი, ამ გაერთიანების შედეგად, არ დაკარგავს საკუთარ თავს,“ – განაცხადა წილოსანმა.