გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება პრობლემას უქმნიდეს ჩვენს ევროინტეგრაციას, მისაღები არაა – მარია ქოიავა „რუსულ კანონზე“

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება პრობლემას უქმნიდეს ჩვენს ევროინტეგრაციას, ჩემთვის მისაღები არ არის, – ამის შესახებ BMGTV-ის ეთერში, გადაცემა რედაქტ2-ში სტუმრობისას ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია SavvY-ის მმართველმა პარტნიორმა, მარიამ ქოიავამ ე.წ. რუსული კანონის კომენტირებისას განაცხადა.
საქმე ის არის, “ქართულმა ოცნებამ” ე.წ რუსული კანონი პარლამენტში ხელახლა დააინიცირა. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მ განაცხადა, კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას – უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კანონპროექტი პარლამენტმა გასული წელს ერთხელ უკვე დააინიცირა, თუმცა საზოგადოების პროტესტის შემდეგ, მისი უკან გაწვევა მოუწია.
„ეს კანონი ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, განსაკუთრებით მახსოვს იმ კუთხით, რომ როცა ამ კანონის მიღების პროცედურები მიმდინარეობდა, ეს დაემთხვა ITB ბერლინის პერიოდს, როცა საქართველო იყო მასპინძელი ქვეყანა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცნობადობის ამაღლების მხრივ, ყველაზე დიდი შესაძლებლობა იყო ეს. მაშინაც ძალიან ნეგატიური გავლენა იქონია მომხდარმა, რადგან მთავარი პოზიტივი, რაც მაშინ ITB ბერლინიდან უნდა მიგვეღო საერთაშორისო პრესის ფურცლებზე მოხვედრის კუთხით, ზოგ შემთხვევაში დაიჩრდილა სწორედ საქართველოში მიმდინარე პროცესებით. ეს ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს, რადგან ბერლინში ვიყავი. ჩემი მიმართება ყოველთვის არის პროდასავლური. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება პრობლემას უქმნიდეს ან ვადაში ახანგრძლივებდეს ჩვენს ევროინტეგრაციას და დასავლეთთან აფილირებას, ჩემი აზრით, საქართველოსთვის მისაღები არ უნდა იყოს. ეს სახეშეცვლილი იქნება თუ არა, თუკი შინაარსი იგივეა, ჩემთვის მისაღები არ არის“, – განაცხადა მარიამ ქოიავამ.

ასევე დაგაინტერესებთ