გადაწყვეტილება, რომელიც ათასობით ადამიანის პრობლემას მოაგვარებს – ქირის გადაუხდელობს შემთხვევაში, გამოსახლება სასამართლოს გარეშე გახდება შესაძლებელი

გადაწყვეტილება, რომელიც ათასობით ადამიანის პრობლემას მოაგვარებს. ქირის გადაუხდელობს შემთხვევაში, გამოსახლება შესაძლებელი სასამართლოს გარეშე გახდება. იუსტიციის სამინისტრო საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობას ასრულებს, დოკუმენტი კი კანონმდებლების მაგიდაზე უახლოეს პერიოდში მოხვდება. სიახლის მიხედვით, მომხმარებელი ქირავნობის ხელშეკრულების დარეგისტრირებას საჯარო რეესტრში შეძლებს, სადაც მითითებული იქნება, რომ მოქირავეს ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოასახლებს.

უკვე მეორე დღეა მარი ნაჩხატაშვილს საკუთარ ბინაში ცხოვრება უცხო პირებთან ერთად უწევს. გაუსაძლის სიტუაციაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც დამქირავებელმა ჯერ ქირის გადახდაზე თქვა უარი, შემდეგ კი ბინის დაცლაზე.

მარი ნაჩხატაშვილმა და მისმა მეუღლემ ბინა ოჯახს მაისის დასაწყისში მიაქირავეს. სწორედ აქედან დაიწყო მათი პრობლემებიც. ორი თვის წინასწარ მიღებული ქირის შემდეგ, დამქირავებლებს მათთვის აღარაფერი გადაუხდიათ იმ მიზეზით, რომ ბინის მდგომაროება მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და პირობები გაუსაძლისია.

დამქირავებლები ამტკიცებენ, რომ ბინა მათ მფლობელობაშია.

მსგავსი პრობლემა დღეს საქართველოში არაერთ სხვა გამქირავებელსაც აწუხებს. მაშინ, როცა დამქირავებელი საფასურის გადახდაზე უარს ამბობს, მეპატრონეს მხოლოდ ერთი გზა რჩება, მიმართოს სასამართლოს. თუმცა, ეს დროში გაწელილი პროცესია. რიგ შემთხვევაში კი, საქმის განხილვა წლობით გრძელდება.

პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, სახელმწიფომ მოგვარების გზებზე მუშაობა უკვე დაიწყო. იუსტიციის სამინსიტრო ბინის მეპატრონეებს გამოსავალს სთავაზობს. უწყება დღეს მუშაობს ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც გამოსახლების წესის ცვლილებას გულისხმობს – ქირის გადაუხდელობისას გამოსახლება სასამართლოს გარეშე გახდება შესაძლებელი.

პრობლემის მასშტაბზე და ახალ ინიციატივაზე იუსტიციის მინისტრმა პარლამენტს პირადად მიაწოდა ინფორმაცია.
ცვლილებაზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. სულ მალე კი, ის დასამტკიცებლად კანონპროექტის სახით პარლამენტში გაიგზავნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ