გადაწყდა – საქართველოს ნაკრების მწვრთნელი კოკერილი იქნება

ლევან მაისაშვილის ნაცვლად საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელად 53 წლის ინგლისელი რიჩარდ კოკერილი დაინიშნება, – ამის შესახებ ინფორმაციას FreeRugby.ge ავრცელებს.
მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და კოკერილს 1+1+2 სისტემის კონტრაქტს გაუფორმებენ.
“ბორჯღალოსნების” ახალ თავკაცს “შავი ლომისა” და “თელ-ავივ ჰითის” რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალური მატჩამდე წარადგენენ, რომელიც 22 დეკემბერს “ავჭალაზე” გაიმართება.