გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2025 წლის 23 აგვისტოს გაიხსნება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2025 წლის 23 აგვისტოს გაიხსნება
ნადირობის სეზონი 2025 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს ანუ 23 აგვისტოს გაიხსნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებას აქვეყნებს.
დოკუმენტში გაწერილია ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობები, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები.
წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა დაშვებულია მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა:
· რუხი ბატი – 01.11 – 01.03 5 ცალი;
· რუხი იხვი – 01.11 – 01.03 3 ცალი;
· ჭიკვარა (სტვენია იხვი) – 01.11 – 01.03 5 ცალი;
· გარეული იხვი – 01.11 – 01.03 6 ცალი;
· იხვინჯა (ჭახჭახა იხვი) 01.11 – 01.03 3 ცალი;
· ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი – 01.11 – 01.03 3ცალი;
· მელოტა – 01.11 – 01.03 6 ცალი;
· კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი – 01.11 – 01.03 3 ცალი;
· თეთრშუბლა იხვი – 01.11 – 01.03 6 ცალი;
· დიდი თეთრშუბლა ბატი – 01.11 – 01.03 5 ცალი;
· ქოჩორა ყვინთია – 01.11 – 01.03 5 ცალი.
წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა დაშვებულია მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით ნებადართულია მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე:
· რუხი ბატი 10.09 – 31.12 3 ცალი;
· რუხი იხვი – 10.09 – 31.12 2 ცალი;
· ჭიკვარა (სტვენია იხვი) 10.09 – 31.12 – 3 ცალი;
· გარეული იხვი 10.09 – 31.12 – 5 ცალი;
· იხვინჯა (ჭახჭახა იხვი)10.09 – 31.12 – 2ცალი;
· ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი – 10.09 – 31.12 2ცალი;
· მელოტა – 10.09 – 31.12 5 ცალი;
· კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი – 10.09 – 31.12 2 ცალი;
· თეთრშუბლა იხვი – 10.09 – 31.12 3ცალი;
· დიდი თეთრშუბლა ბატი – 10.09 – 31.12 3 ცალი;
· ქოჩორა ყვინთია – 10.09 – 31.12 3 ცალი.
სხვა ფრინველები:
· ტყის ქათამი 01.10 – 01.03 5 ცალი;
· ჩიბუხა – აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე – 5 ცალი;
· მწყერი – აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე – 20 ცალი;
· ქედანი – აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე – 10 ცალი;
· გარეული მტრედი – აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე – 10 ცალი;
· გულიო (გვიძინი) – აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე – 10 ცალი;
· საყელოიანი გვრიტი – აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი;
· ღალღა – აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე – 5 ცალი;
· ჩიბუხელა (გარშნეპი) – აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი.
ნადირობა აკრძალულია:
• საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ადგილებში, მათ შორის: საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში; სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე.
• ყველა სხვა იარაღით, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი), სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი; სანადირო პნევმატური იარაღი.
ნადირობა შესაძლებელია გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის აგვისტოს მეოთხე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე.
მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.