ისრაელის მთავრობის შემადგენლობაში მყოფმა ცენტრისტმა პოლიტიკოსმა ბენი განცმა განაცხადა, რომ გადადგა მინისტრის პოსტიდან. მან დაადანაშაულა პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელმაც ვერ შეძლო წარმოედგინა ღაზის სექტორში გამარჯვების მიღწევისა და ამ ტერიტორიის ომისშემდგომი განვითარება მკაფიო გეგმა.
ბენ განცი ცნობილია, როგორც ნეთანიაჰუს ოპონენტი. მაგრამ იგი სამხედრო კაბინეტში შესვლას 7 ოქტომბერს ისრაელზე (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული) დაჯგუფება ჰამასის თავდასხმისა და ღაზაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დათანხმდა. თუმცა, ბოლო დროს, ბენცი სულ უფრო მეტად აკრიტიკებდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს.
მანამდე განცმა ნეთანიაჰუს მოუწოდა, 8 ივნისისთვის წარმოედგინა ღაზის სექტორში მოქმედების მკაფიო გეგმა. მას შემდეგ, რაც პასუხი ვერ მიიღო, ისრაელის ღავდაცვის მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა. თავის გამოსვლაში მან ნათლად აღნიშნა, რომ მხარს უჭერს აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ ადრე შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმას და თქვა, რომ მძევლების დაბრუნებას “ძალაუფლების შენარჩუნებაზე მაღლა აყენებს. განცმა ასევე მოითხოვა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება.
“ბენი, ახლა ბრძოლის შეწყვეტის დრო არ არის! ახლა ძალების გაერთიანების დროა“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრის გადადგომის პასუხად. ნეთანიაჰუმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ისრაელი ომს გააგრძელებს “გამარჯვებამდე და ყველა მიზნის მიღწევამდე”, მათ შორის ყველა მძევლის გათავისუფლებამდე და ჰამასის განადგურებამდე.
· დაჯგუფება ჰამასს კვლავ ჰყავს ტყვეობაში გასული წლის 7 ოქტომბერს ისრაელში მძევლად აყვანილი 100-ზე მეტი ადამიანი. ზოგიერთი მათგანი ალბათ უკვე აღარ არის ცოცხალი. 8 ივნისს ღაზის სექტორში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ისრაელმა ოთხი მძევალი გაათავისუფლა.