პერმიერმინისტრობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტის გამოსვლას ეხმაურება და ამბობს:
“რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლას, ნუ საინტერესო არ იყო არაფერი, ერთადერთი რამ იყო საინტერესო, მან დაადასტურა რეალურად ის გეგმები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, აშკარად ის აპირებს შექმნას ფსევდო-შუაშისტური პოლიტიკური ძალა, ამისთვის გადადგება სექტემბერში და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ეს იყო ერთადერთი საინტერესო, რაც შეიძლება ამოვიკითხოთ მისი გამოსვლიდან, დანარჩენი ეს იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლის ერთი ჩვეულებრივი გამოსვლა. საერთოდ არ არის საინტერესო სალომე ზურაბიშვილის ფრაზების კომენტირება.