3 სექტემბერს უკრაინის ორი ვიცე-პრემიერი გადადგა მას შემდეგ, რაც კიდევ სამმა მინისტრმა დატოვა თანამდებობა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობაში მეტი ცვლილებები მოხდება.
პრემიერ-მინისტრის ორი მოადგილე, რომლებიც გადადგნენ, არიან ვიცე-პრემიერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლჰა სტეფანიშინა და ვიცე-პრემიერი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ირინა ვერეშჩუკი.
პარლამენტის სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ ვერხოვნა რადამ (პარლამენტმა) მიიღო ცალკე განცხადებები სტეფანიშინასგან და ვერეშჩუკისგან გადადგომის შესახებ. მათი გადადგომა მოჰყვა სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის ოლექსანდრ კამიშინის, ასევე იუსტიციის მინისტრის დენის მალიუსკასა და გარემოს დაცვის მინისტრის რუსლან სტრილეტსის გადაგომას.
კამიშინმა, რომელიც მეთვალყურეობს იარაღის შიდა წარმოებას, თქვა, რომ გააგრძელებს მუშაობას თავდაცვის სექტორში, მაგრამ სხვა ფუნქციით.
ზელენსკიმ 3 სექტემბერს, საღამოს გამოსვლაში აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა იყოს შეწყობილი ერთმანეთთან, რომ უკრაინამ შეძლოს საუკეთესო შედეგების მიღწევა.