გაგუა მომავალ სეზონში ხორვატიულ გუნდში იასპარეზებს

ხორვატიული Regional Express-ის ცნობით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი გაგუა კარიერას პულას “ისტრაში” გააგრძელებს.
გამოცემა იტყობინება, რომ 22 წლის გაგუამ (სიმაღლე 193 სმ) გუნდის პირველ ვარჯიშში მონაწილეობა ვერ მიიღო, რადგან სამედიცინო შემოწმებას გადიოდა.
IstraSport-ი აღნიშნავს, რომ ქართველმა “ალავესი B”-ს შემადგენლობაში ესპანეთის მესამე და მეოთხე დივიზიონის ჩემპიონატებში 49 მატჩში 5 გოლი გაიტანა და “ისტრას” მალე შეუერთდება, რომელმაც ქვეყნის 10-გუნდიან პირველობაზე გასულ სეზონში მერვე ადგილი დაიკავა.
Transfermarkt-ის მიხედვით გაგუას ღირებულება 250 ათასი ევროა. ის “ისტრაში” იჯარის წესით გადავა.

ასევე დაგაინტერესებთ