გაგრის რაიონში, რუსეთის საზღვართან სროლას 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა სამი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონში, ს საზღვრის სიახლოვეს სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია სამი. ინფორმაციას ს მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.
“წინასწარი ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და მიიმალნენ. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა, ყველა მათგანი ადგილობრივია. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, ვიღებთ ზომებს მსროლელთა იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით”. – უთხრა გაგრის რაიონის ე.წ. პროკურატურამ რუსულ სამთავრობო მედიას.
მარიონეტული ხელისუფლების ინფორმაციით, საზღვარზე ვითარება სტაბილურია და მომხდარს გადაადგილება არ შეუფერხებია.