გაგნიძემ მოსკოვის “ლოკომოტივს” ურთულესი პოზიციიდან გაუტანა [VIDEO]

რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურში მოსკოვის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე მოსკოვის „ლოკომოტივი“ 3:1 დაამარცხა. ამ მატჩში ლამაზი გოლით ანგარიში მასპინძელთა ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ გახსნა, რომელმაც მეტოქის კარი ძალიან რთული პოზიციიდან დალაშქრა.
გაგნიძემ მე-5 წუთზე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, მე-12 წუთზე სადებიუტო გოლი გაიტანა, 62-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 71-ეზე კი შეცვალეს.
„დინამომ“ ჩემპიონატის სტარტზე ორივე შეხვედრაში იმარჯვა და 3 აგვისტოს სამარაში „აკრონს“ დაუპირისპირდება.
დინამო – ლოკომოტივი 3:1
გოლები: 1:0 გაგნიძე (12), 1:1 ვორობიოვი (39), 2:1 მაისტროვიჩი (59), 3:1 ნგამალე
(89)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში