გაგაუზიის ლიდერი ევგენია გუცული სოჭში ვლადიმირ პუტინს შეხვდა

მოლდოვის შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიკის, გაგაუზიის ბაშკანი (ლიდერი) ევგენია გუცული სოჭში გამართულ საერთაშორისო ახალგაზრდულ ფესტივალზე ვლადიმირ პუტინს შეხვდა.
კრემლის პრესსპიკერის, ს თქმით, პუტინი გაესაუბრა გაგაუზიის ლიდერს.
თავად გუცულის თქმით, პუტინმა მასთან “იმ რთულ რეგიონალურ და გეოპოლიტიკურ პრობლემებზე ილაპარაკა, რომელთა ცენტრში ჩვენი გაგაუზია იმყოფება”. გარდა ამისა, ს პრეზიდენტი “მზად არის მხარი დაუჭიროს გაგაუზიასა და გაგაუზიელ ხალხს”.
გუცული პირველი მოლდოველი თანამდებობის პირია, რომელიც ში ომის დაწყების შემდეგ პუტინს შეხვდა.
1 მარტს მოლდოვის შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიკის, გაგაუზიის ლიდერები მოსკოვში რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს ს შეხვდნენ.
შეხვედრას გაგაუზიის მხრიდან რესპუბლიკის ბაშკანი (ლიდერი) ევგენია გოცული და სახალხო კრების ხელმძღვანელი დმიტრი კონსტანტინოვი დაესწრნენ.
გუცულმა თქვა, რომ მოლდოვის ცენტრალური ხელისუფლების მიერ ირღვევა გაგაუზიელების უფლებები, ხოლო ავტონომიას სურს რუსეთთან ურთიერთობის გამყარება, კერძოდ კი რუსეთთან სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეწყდა.
ერთი დღით ადრე მოსკოვს ასევე დახმარება სთხოვა დნესტრისპირეთის სეპარატისტულმა რესპუბლიკამ.
გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკა 1994 წელს დაარსდა, აქამდე მათ სეპარატისტული მისწრაფებები ჰქონდათ. რეგიონი ეთნიკური უმცირესობით, გაგაუზებით არის დასახლებული. 2023 წლის არჩევნებში პრორუსულმა პარტია შორმა გაიმარჯვა, რომლის წარმომადგენელი ევგენია გოცული რესპუბლიკის ბაშკანი გახდა. გოცულს არა ერთხელ უთქვამს, რომ რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობას ემხრობა.
ვრცლად, მოლდოვაში არსებულ სეპარატიზმზე, დნესტრისპირეთსა და გაგაუზიაზე წაიკითხეთ აქ – დნესტრისპირეთი და ომი უკრაინაში – გაყინული კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე.