გაბრიელ ატალი – შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ ულტრამემარჯვენეების მიერ აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, გაბრიელ ატალის შეფასებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მცდელობები, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ არ დაუშვან ულტრამემარჯვენე პარტიის მიერ პარლამენტში სრული უმრავლესობის მოპოვება, შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს.
„შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ ულტრამემარჯვენეების მიერ აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება“, – აღნიშნა გაბრიელ ატალმა.
მისი თქმით, პრეზიდენტ ს ცენტრისტული ბანაკის კანდიდატების 90%-მა, რომლებიც მესამე ადგილზე იყვნენ და „ეროვნული გაერთიანება“ უსწრებდათ, საკუთარი კანდიდატურა მოხსნეს. ატალის განმარტებით, ცენტრისტი კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნა, თუნდაც მემარცხენე რადიკალური პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ სასარგებლოდ, რომელიც მემარცხენე კოალიცია “ახალი სახალხო ფრონტის” ნაწილია, მართებული საქციელია, რადგან აბსოლუტურ უმრავლესობას ვერც „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ და ვერც “ახალი სახალხო ფრონტი“ მოიპოვებენ, „ეროვნულ გაერთიანებას“ კი ეს შეუძლია.
Le Monde-ის ინფორმაციით, 221 კანდიდატი, მათ შორის 132 “ახალი სახალხო ფრონტიდან“ და 83 მაკრონის ბანაკიდან და მისი მოკავშირეებიდან, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს გამოეთიშა.

ასევე დაგაინტერესებთ