გაბრიელ ატალი – პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მივმართავ

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, გაბრიელ ატალის განცხადებით, დღეს პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მიმართავს.
„მართალია ალიანსმა სამჯერ მეტი მანდატი მოიპოვა, ვიდრე პროგნოზირებდნენ, მაგრამ უმრავლესობა არ გვაქვს. ხვალ დილით რესპუბლიკის პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მივმართავ“, – აღნიშნა ატალმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტ მაკრონის ალიანსის ბევრი წევრი ხელახლა აირჩიეს.
შეგახსენებთ, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი – „ახალი სახალხო ფრონტი“ იკავებს. მეორე ადგილზეა პრეზიდენტ ს ცენტრისტული ალიანსი, მესამეზე კი – ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა. ამასთან, ეგზიტპოლების თანახმად, გამარჯვების მიუხედავად, „ახალმა სახალხო ფრონტმა“ ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობა ვერ მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – თავზე დამჭირდა 3 ნაკერის დადება, ქვედა ყბაზე მომტყდა კბილი, აღმენიშნებოდა სისხლნაჟღენთები ყელის, კუდუსუნის და ზურგის მიდამოებში, მქონდა თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ყურებში შუილი – სტაციონარში დარჩენაზე უარი მითხრეს

ურსულა ფონ დერ ლაიენი ნიკოლ ფაშინიანს – სომხეთ-ევროპის ურთიერთობები ასეთი მჭიდრო არასდროს ყოფილა – თქვენს მშვენიერ ქვეყანას შეუძლია და შეასრულებს კიდეც მნიშვნელოვან როლს ევროპის მომავალში