გაბრიელიუს ლანდსბერგისი – წავაწყდით შემთხვევებს, როდესაც საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ წარმოადგენს

წავაწყდით შემთხვევებს, როდესაც საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ წარმოადგენს , – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას.
კერძოდ, ჟურნალისტმა მას ჰკითხა: „თქვენ საქართველოს პარლამენტის სპიკერი გააკრიტიკეთ, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო სწორედ იქცეოდა, როდესაც უგულებელყოფდა ევროპელი მეგობრების თხოვნას ს წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე და ს გათავისუფლებაზე, განაცხადეთ, რომ ეს სიმართლე არ არის. როგორ უნდა გავიგოთ თქვენი მესიჯი, ისევ სთხოვთ საქართველოს, შემოიღოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და სააკაშვილი გაათავისუფლოს?”.
“ვფიქრობ, ჩემმა კოლეგამ, მარგუსმა, ნათლად ახსნა, დღის განმავლობაში ჩვენ წავაწყდით შემთხვევებს, როდესაც საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ წარმოადგენს. შესაბამისად, ჩავთვალეთ, რომ ჩვენი ვალდებულებაა ნათელი მოვფინოთ მას. არანაირი შეთანხმება არ ყოფილა თავმჯდომარესთან [ ] საუბრის დროს, რომ ჩვენ ერთ აზრზე ვართ, არ ვიყავით. ვიტყვი, რომ რამე გავრცელებული დისკუსია ამაზე არ ყოფილა – თავმჯდომარემ ერთი რამ ახსენა, ჩვენ სხვა რამ ვახსენეთ – საკმაოდ შორიშორს დავრჩით.
შესაბამისად, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია დემოკრატიებში არა უბრალოდ სიმართლის თქმა, არამედ როდესაც გესმის, როგორ იყენებს ვინმე შესაძლებლობას, სიტყვების შესაცვლელად“, – განაცხადა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი ხელისუფლებაზე – საფრთხეს უქმნიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატო-ს სტანდარტებზე აყვანა – ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს