გაბელია: ესპანელები მუდამ ჩვენთან არიან – ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში მოხვდა, სადაც „ჯვაროსნების“ მეტოქეები თურქეთი, ბულგარეთი და ესპანეთი-ნიდერლანდების წყვილში გამარჯვებული იქნებიან. მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ, მეორეადგილოსნები კი, ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებენ. E ჯგუფის მონაწილეებისთვის საკვალიფიკაციო ეტაპი 2025 წლის სექტემბერში დაიწყება.
წილისყრის შესახებ Championat-თან კომენტარი თბილისის „დინამოს“ ყოფილმა მეკარემ ოთარ გაბელიამ გააკეთა: „ესპანელები მუდამ ჩვენთან არიან! ახლა სუსტი მეტოქეები თითქმის არ არიან. დიახ, არიან ტოპ-ნაკრებები, მაგრამ სიურპრიზების შემოთავაზება ყველას შეუძლია. საქართველოსთან ჯგუფში თურქეთიც და ბულგარეთიც საჩუქარი არაა. ესპანეთი და ნიდერლანდები
– მით უმეტეს.
რა თქმა უნდა, თუ საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა, ეს დიდი სიხარული იქნება! მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა, ეს ყველაზე დიდი წარმატება იქნება. საკლუბო დონეზე წარმატებისთვის ჯერ არ მიგვიღწევია, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა ორმაგად სასიამოვნო, ხოლო ზეიმი ორჯერ უფრო დიდი იქნება, ვიდრე როდესც ევროპირველობაზე გავედით. ბრძოლა ყველასთან შეიძლება, ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე“.