გაბანკროტებულ ოპოზიციას ერთადერთი ხერხი დარჩა, რომ ქვეყანას ხელი შეუშალონ წინსვლაში და ეს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენონ – მიხეილ სარჯველაძე

რაიმე თუ არის სუსტი, ეს ოპოზიციის არგუმენტაციაა, რომელმაც სამწუხაროდ, გადაწყვეტილება ვერ მიიღო, ჩაერთოს მუშაობაში და აღარ გაიმეოროს შარშანდელი შეცდომა, ოპოზიციას რეალურ ჩანაფიქრს საზოგადოებაც მიუხვდა – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, ვისაც თანამშრომლობის სურვილი აქვს, შეუძლია, პროცესში ჩაერთოს.
“ისინი ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მინუს მონაწილეობა ჰქონდათ და ბოიკოტით პროცესს ხელს უშლიდნენ, რომელსაც შეიძლება, სტატუსის გარეშე დავეტოვებინეთ. ახლაც იგივე შეცდომის გამეორების სურვილი არ აქვთ, რადგან სერიოზული პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ. გაბანკროტებულ ოპოზიციას ერთადერთი ხერხი დარჩა, რომ ქვეყანას ხელი შეუშალონ წინსვლაში და ეს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენონ. ხვდებიან, რომ საზოგადოება მათ ტაქტიკურ სვლებს არ უნდა მიხვდეს და ახლა დილემის წინაშე დგანან. გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ და ცდილობენ, რომ პროცესი ისე გააგრძელონ, როცა თან ევროინტეგრაციის პროცესის ხელის შეშლას თან ჩუმად შეეცდებიან, ლობისტების დაქირავებით თუ ბოიკოტით და თან ისე წარმოჩენა უნდათ, რომ კონსტრუქციულები არიან. იოლი „გამოსავალი“ იპოვეს და გეგმაზე გადაბრალება დაიწყეს. ვისაც თანამშრომლობის სურვილი აქვს, შეუძლია, პროცესში ჩაერთოს. ამას არ აკეთებენ, რითაც დასტურდება, თუ რამდენად გულწრფელია ოპოზიცია,” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბევრი მეტყვის რაღა დროს ნაცების შედარებააო, მაგრამ არც ერთ ერს არ აქვს მომავალი, რომელიც წარსულს დაივიწყებს – სანაიაც ამიტომ არის დიდ გულზე, მომღიმარი. იცის, რომ არავინ ზედმეტად არ შეეხება და აგზავნის ჰაეროვან კოცნებს

2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაᲨთია, იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა – ამას ვწერ იმიტომ, რომ ეკონომიკაც უზარმაზარი ფაქტორია რომელიც პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და Ჩვენ არც ამას ვიმᲩნევთ

მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში ხმათა 1,7% მიიღო, საკუთარ ქვეყანაში არაფრით გამორჩეული და ჭიჭეს დონის პოლიტიკოსი ზოგიერთი ქართველისთვის მეტრად და მისაბაძ ადამიანად იქცა – სწორედ ეს არის ეროვნული ტრაგედია