„გაამოს“ – ორიგინალური ორცხობილების ბრენდი ქალების გაძლიერებისთვის

“ მის მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში“ ჩართული ბენეფიციარის – „გაამოს“ შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„გაამოს“ იდეა „პინტერესტის“ „სქროლვისას“ გაჩნდა, როცა რუტინული სამსახურიდან დაბრუნებულმა ნინო შოშიაშვილმა აპლიკაციაში ორიგინალური ორცხობილების ფოტოები აღმოაჩინა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, ბავშვობის ოცნება აეხდინა და შეექმნა საკუთარი ბრენდი, რომლის მისიაა მომხმარებლებს „აამოს“.
ახლახან ბრენდმა მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მონაწილეობა მიიღო. პროექტი „საქართველოს ბანკის“, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის პარტნიორობით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისა და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება. ამ ბლოგში კი ნინოს ბიზნესის ისტორიასა და პროგრამაში მიღებულ გამოცდილებაზე გიამბობთ.
„საქმიანობა 2019 წელს, როგორც მოყვარულმა კონდიტერმა დავიწყე. საწყისი ინვესტიცია დაახლოებით, 100 ლარი იყო, რაც ინგრედიენტების, ფორმებისა და შესაფუთი მასალების შესაძენად გამოვიყენე. პროდუქციის დამზადება კი „იუთუბის“ ვიდეორგოლებიდან ვისწავლე“, ­- იხსენებს ნინო შოშიაშვილი.
თავდაპირველად მარტო მუშაობდა, სახლიდან. მალე კი საქმეში ოჯახის წევრებიც ჩართო. მოგვიანებით, საკონდიტროც გახსნა, სამუშაო და მომხმარებლების მისაღები სივრცეებით, სადაც მასტერკლასების ჩატარებაც დაიწყო.
2023 წელს ნინომ გადაწყვიტა, სწავლისა და განვითარებისთვის მეტი დრო დაეთმო, ამიტომ მეწარმე ქალებისთვის „საქართველოს ბანკის“ მასტერკლასებს აქტიურად ესწრებოდა.
„მალევე „ფეისბუქიდან“ გავიგე, რომ „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის“ ახალი ნაკადის მიღება დაიწყო. მეგობარი მეწარმე ქალებისგან მსმენია ამ პროგრამის დადებითი მხარეების შესახებ. შევავსე განაცხადი და მეოთხე ნაკადშიც მოვხვდი,“ – აღნიშნავს ის.
ისიც, როგორც სხვა ქალი მეწარმეები, საქმიანობაში გარკვეულ გამოწვევებს აწყდებოდა. შეხვედრია სტერეოტიპულ განწყობებსაც. თუმცა, სირთულეების მიუხედავად, ნინომ საკუთარი ბიზნესი სხვა ქალების გასაძლიერებლად გამოიყენა.
„ბევრი ქალი უარს ამბობს კარიერაზე, ან მცირე მიღწევებით შემოიფარგლება. მაშინ, როდესაც ქალებს ჩვენი მრავალფეროვანი უნარების წყალობით, გაცილებით ბევრის მიღწევა შეგვიძლია. საქმიანობიდან გამომდინარე, გოგოები მყავს დასაქმებული და ხშირად გვაქვს საუბრები გენდერულ თანასწორობაზე, მომავალ მიზნებზე თუ შესაძლებლობებზე“, – აღნიშნავს ნინო და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზეც საუბრობს.
„პროგრამა დადებითად აისახა ჩემს საქმიანობაზე, გავიცანი ახალი ადამიანები, დავამყარე სანდო კონტაქტები, ამიმაღლდა თავდაჯერებულობა, მოტივაცია, მივხვდი, რომ შეუძლებელი არაფერია, ცხოვრება მილიონობით შანსს გვაძლევს, მთავარია, ჩვენ შევძლოთ ამ შესაძლებლობების დანახვა და გამოყენება,“ – აცხადებს ის.
ახლა ნინოს სამომავლო მიზნებს შორის ახალი ფილიალის, კაფეს გახსნაა და როგორც თავად ამბობს, პროგრამაზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება მის მიღწევაში დაეხმარება.
ინფორმაციისთვის, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს ბანკი ბიზნესის, შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით და უშიშარ, ინოვაციური იდეებით სავსე ქალ ლიდერებს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს ‒ იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე. პროგრამა 4 ღირებულებაზეა დაშენებული, ესენია: ცოდნა, მხარდაჭერა, გამოცდილება, თანამშრომლობა.
ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე