გაათავისუფლეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე

საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზეა ს საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი. მათი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.
„ამ ეტაპზე უკანონო პატიმრობაში რჩება მათთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი, რომლის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა“, – აცხადებენ უწყებაში.
დამატებით სუსში აღნიშნავენ, რომ ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.