გაათავისუფლეს გორში დაკავებული ბიზნესმენი და აქტივისტი სოსო ბაბაევი

გორელი ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი სოსო ბაბაევი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს, მას დაკავების 48-საათიანი ვადა ამოეწურა.
ის პოლიციამ 14 სექტემბერს დააკავა, თავისი რესტორნისკენ მიმავალი. ბაბაევს სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
ბაბაევი გორში ფლობს ბარს, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც 14 სექტემბერს პარტია “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართა. სცენა ბარის გვერდით იყო მოწყობილი. გადაკეტილი ქუჩების და ქალაქში შექმნილი დისკომფორტის გამო ბაბაევი პროტესტს გამოთქვამდა და აქციასაც აანონსებდა, თუმცა შაბათს სამსახურში მიმავალი დააკავეს.
ბიზნესმენი სამართალდამცავების მიერ წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმება.
„48 საათი გამაჩერეს იზოლატორში, სასამართლოსთან მომიყვანეს და აქ მომხსნეს ბორკილები. სასამართლოში ყველას გაუკვირდა, პროცესი ჯერ არც კი იყო ჩანიშნული და საბუთებიც არ ჰქონდათ შეტანილი. მარაზმი და არანორმალური სიტუაციაა. რაც შეეხება დაუმორჩილებლობას, წერეთლის ქუჩაზე მანქანით არ გამატარეს. იქ ბიძინასთვის სცენას ამონტაჟებდნენ. მაგაზე, რა თქმა უნდა, პროტესტი გამოვთქვი, იმიტომ რომ ჩემს შენობამდე პროდუქტები ვერ მიმქონდა, თუმცა შემდეგ დავემორჩილე, მანქანა გავაჩერე და ფეხით წავედი. ფეხით რომ მივდიოდი, დამინახა პოლიციის უფროსმა ვალერიან თელიამ და მან გასცა ბრძანება, რომ დავეკავებინე“, – განაცხადა ბაბაევმა.
ის მიიჩნევს, რომ პოლიციამ უკანონოდ მხოლოდ იმიტომ დააკავა, რომ ს გორში გამოსვლას მისი პროტესტი მოჰყვებოდა და იქაურობას უბრალოდ მოაშორეს.
16 სექტემბერს გორის რაიონულ სასამართლოსთან ბაბაევი რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდა პროცესის დანიშვნას, მოგვიანებით კი გაარკვია, რომ სასამართლო სხდომა 20 სექტემბერს გაიმართება.
გორის რაიონული სასამართლო სოსო ბაბაევის წინააღმდეგ კიდევ ერთ, სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს. პოლიციამ ის მიმდინარე წლის 4 ივნისსაც დააკავა და ბრალდებად იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება წაუყენა.
სოსო ბაბაევი თავს ხელისუფლების მხრიდან დევნის ობიექტად მიიჩნევს და აცხადებს, რომ პოლიციელებმა მას იარაღი ჩაუდეს. პოლიციის მიერ 4 ივნისის ღამით დაკავებული ბაბაევი 6 ივნისს მოსამართლე დარბაიძის განჩინების საფუძველზე გაათავისუფლეს.
მოსამართლემ მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია. მოსამართლე დარბაიძის განჩინებით, უკანონოდ იქნა ცნობილი სოსო ბაბაევის წინააღმდეგ მოპოვებული მტკიცებულებები – ის იარაღები, რომლებიც, -ს ვერსიით, ბაბაევის და მისი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს და რომლებსაც ჩადებულს უწოდებს თავად აქტივისტი. ბაბაევმა მაშინ განაცხადა, რომ დაკავებისას და განყოფილებაში გადაყვანისას პოლიციელები მას რამდენიმე საათის განმავლობაში სცემდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, ახსენებდნენ ანტირუსულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას, სოციალურ ქსელებში ხელისუფლებისა და სპეცრაზმის წინააღმდეგ გაკეთებულ კომენტარებს.
პროკურატურამ დარბაიძის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 14 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა სოსო ბაბაევის საქმეზე. სასამართლომ ბაბაევის ავტომანქანის ჩხრეკა კანონიერად ცნო, პირადი ჩხრეკა კი – უკანონოდ.
ბაბაევი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. მან პოლიციელების წინააღმდეგ უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. უწყების პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ბიზნესმენის საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.
სოსო ბაბაევი გორში ფლობს ბარ „ბლექ სთარს“, რომელშიც -ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების გადახაზული ფოტოები განათავსა და მათ იქ შესვლა აუკრძალა. რესტორნის ღობეზე გამოფენილია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები. ში ს შეჭრის შემდეგ, ბაბაევი უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეკრებით და ადგილზე ჩატანითაც იყო დაკავებული.
ბაბაევი აქტიურად მონაწილეობდა „აგენტების კანონის” წინააღმდეგ გამართულ აქციებში როგორც თბილისში, ისე – გორში.