ბუფონმა შესაძლოა, იტალიის ნაკრებში დატოვებული თანამდეობა დატოვა

Football Italia-ს ცნობით, ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა შესაძლოა, იტალიის ეროვნული ნაკრების დელეგაციის ხელმძღვანელის პოსტი დატოვოს, რომელსაც 2023 წლის აგვისტოდან ჯანლუკა ვიალის გარდაცვალების შემდეგ იკავებს.
“იუვენტუსის” ყოფილი მეკარე უახლოეს დღეებში იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს შეხვდება და თავის მომავალზე გაესაუბრება.
შეგახსენებთ, რომ “სკუადრა აძურა” ევრო 2024-ს შვეიცარიასთან მერვედფინალში 0:2 მარცხის შემდეგ გამოეთიშა, მაგრამ უკვე გაცხადდა, რომ ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლუჩიანო სპალეტის არ გადაყენებენ.