ბურჭულაძე: ჩამოვაყალიბეთ თემატური ჯგუფი, რომელსაც კომპეტენტური ადამიანები გაუძღვებიან

პაატა ბურჭულაძის ამბობს, რომ ჩამოყალიბდა თემატური ჯგუფი, რომელიც “თავიანთ საქმეში კომპეტენტური ადამიანებით არის დაკომპლექტებული”.
“უკვე 6 თვეა ჩვენმა ქვეყანამ ფაქტობრივად ევროინტეგრაცია შეაჩერა, რეფორმა არ კეთდება. ამიტომ ჩვენ შევქმენით თემატური ჯგუფი იმ ადამიანების მიხედვით, ვინც თავიანთ საქმეში ძალიან კომპეტენტურები არიან და ისინიც სხვებს გვერდში ამოიყენებენ”, – თქვა მან.
ბურჭულაძის თქმით, ჯგუფის “ადამიანურ მიმართულებას” მალხაზ მაჩალიკაშვილი ჩაუდგება სათავეში.
ჯგუფს უხელმძღვანელებენ:
· საგარეო მიმართულებით გიგი კუბლაშვილი
· იუსტიციის მიმართულებით გია ქავდარაძე
· კულტურის მიმართულებით ნინო ჟვანია
· სამართლის მიმართულებით მამუკა ახვლედიანი
· საარჩევნო მიმართულებით აკაკი ხუსკივარი,
· ადამიანის უფლებების მიმართულებით ნიკა სიმონიშვილი
· ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით გიორგი ქადაგიძე
· განათლების მიმართულებით ლელა ჯეჯელავა
· ჯანდაცვის მიმართულებით გიორგი ჩახუნაშვილი
“ეს ჯგუფი ახლა ამზადებს დოკუმენტებს, რომ მზად ვიყოთ, როცა საჭირო იქნება, რომ ვანახოთ [დასავლეთს] რომ ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში არ გავჩერებულვართ და მივდიოდით ევროპისკენ”, – თქვა პაატა ბურჭულაძემ.