ბურკინა-ფასომ განაცხადა, რომ რუსეთთან პარტნიორობა უფრო “ხელს აძლევს”, ვიდრე საფრანგეთთან

აფრიკის სახელმწიფოს ბურკინა-ფასოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 9 ნოემბერს მაღალი შეფასება მისცა რუსეთთან თანამშრომლობას და თქვა, რომ ის უფრო “ხელს აძლევს” ქვეყანას, ვიდრე თავისი ისტორიული კავშირები საფრანგეთთან.
2022 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ბურკინა-ფასოს ახალმა ხელმძღვანელობამ გაწყვიტა კავშირი პარიზთან და ურთიერთობა დაამყარა რუსეთთან, რომელმაც სამხედრო ინსტრუქტორები გაგზავნა უაგადუგუს დასახმარებლად ისლამისტი მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლაში.
რუსეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ სოჭში, რუსეთ-აფრიკის სამიტზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარამოკო ჟან-მარი ტრაორემ განაცხადა, რომ რუსეთი არის “პარტნიორი, რომელთან ერთადაც ჩვენ შეგვიძლია პროგრესის მიღწევა” და რომ “მოსკოვზე სამხედრო დამოკიდებულების საშიშროებაა არსებობს.”
საპარლამენტო რესპუბლიკა ბურკინა-ფასო საფრანგეთის კოლონია იყო. 1960 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ამ ქვეყანას სხვადასხვა ძალები, მათ შორის მარქსისტულ-ლენინისტური ძალები მართავდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო