“ბურთი რუსეთის მოედანზეა” – რას ითხოვს კრემლისგან?

“ბურთი რუსეთის მოედანზეა” – რას ითხოვს კრემლისგან?
უკრაინამ ოფიციალურად გადასცა რუსულ მხარეს იმ უკრაინელი ბავშვების სია, რომელიც რუსეთს უკანონოდ ჰყავს დაკავებული და უნდა დაუბრუნოს, – ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა გაავრცელა.
როგორც ერმაკი წერს, უკრაინელი ბავშვების დაბრუნება ნდობისა და მშვიდობის დამყარების მნიშვნელოვანი კომპონენტია.
საუბარია ასობით ბავშვზე, რომლებიც რუსეთმა უკანონოდ დეპორტირებული, იძულებით გადასახლებული ან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰყავს დაკავებული. მარტში, ჯიდაში გამართულ შეხვედრაზე, ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ჰუმანიტარული კომპონენტით. ველოდებით პასუხს. ბურთი რუსეთის მოედანზეა. ჭეშმარიტი პატიოსნება სიტყვები კი არა, საქმეებია. ახლა დროა ამის დამტკიცებისა”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)