ბუნებრივი აირით ქუთაისში ხუთი ადამიანი მოიწამლა, მათგან ერთი არასრულწლოვანია

ბუნებრივი აირით ქუთაისში ხუთი ადამიანი მოიწამლა, მათგან ერთი არასრულწლოვანია. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე, დევნილების საცხოვრებელში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოწამლულები ერთი ოჯახის წევრები არიან.
მათ დახმარება თავად ითხოვეს, ამის შემდეგ მეზობლებმა სასწრაფო გამოიძახეს. ხუთივე კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილზე იმყოფებოდნენ “სოკარ გაზის” წარმომადგენლები და ოჯახს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერეს.
“შემოსვლისას აღენიშნებოდათ თავბრუსხვევა, გულისრევა, წონასწორობის დარღვევა, სუნთქვის გაძნელება. ამ ეტაპზე, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია,” – ამბობს ექიმი, კობა აბულაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა, ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის

საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, ბოლო ოთხ წელში საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო და ამ სწრაფი განვითარებით შეგვიძლია, ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ

გვსურს, რაც შეიძლება მეტად აღვადგინოთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და დიდ ინვესტიციებს ვდებთ განსაკუთრებით ინფრასტრუქტურაში, მაგისტრალების მშენებლობაში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი მოთამაშე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილის დაკავშირებადობის თვალსაზრისით