ბუნების ხმები ხელს უწყობს მანქანების ხმაურის უფრო ადვილად ატანას – კვლევა

ანტვერპენისა და გენტის (ბელგია) უნივერსიტეტების მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბუნების ბუნებრივი ხმები – ჩიტების ჭიკჭიკი, ფოთლების შრიალი ან წყლის ხმა – ურბანულ გარემოს უფრო სასიამოვნოს ხდის, მაშინაც კი, თუ ირგვლივ ბევრი ხმაურია ტრანსპორტისგან – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
კვლევაში 4500 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებმაც თავიანთ რაიონში სეირნობისას ხმოვანი გარემო შეაფასეს.
აღმოჩნდა, რომ პარკებთან და მწვანე ზონებთან უფრო ახლოს მცხოვრები ადამიანები ხმაურს ნაკლებად უჩიოდნენ. ხმაურის დონე ქალაქისთვის ნორმალური იყო, თუმცა სუბიექტურად, ადამიანებს ის ნაკლებად ხმაურიანი ეჩვენებოდათ.