ბუნდესტაგმაც” და ევროპელმა ლიდერებმაც უნდა გააცნობიერონ ის საფრთხე, რაც საქართველოში ძებნილი კრიმინალის მიღებას შეიძლება მოჰყვეს – ანტიევროპული განწყობების ხელშეწყობა

ბუნდესტაგმაც” და ევროპელმა ლიდერებმაც უნდა გააცნობიერონ ის საფრთხე, რაც საქართველოში ძებნილი კრიმინალის მიღებას შეიძლება მოჰყვეს – ანტიევროპული განწყობების ხელშეწყობა
„საგარეო უწყებაში ევროკავშირისა და გერმანიის ელჩები ბრძანდებოდნენ, სადაც მათ ოფიციალურად გადაეცათ, საქართველოს მთავრობის შეშფოთება“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ზოგიერთი ევროპელი დეპუტატი ღიად, დაუფარავად ცდილობს ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას და სუვერენიტეტის შეურაცხყოფას, რაც მათ გამოსვლებში გამოიხატება.
„საგარეო უწყებაში ევროკავშირისა და გერმანიის ელჩები ბრძანდებოდნენ, სადაც მათ ოფიციალურად გადაეცათ, საქართველოს მთავრობის შეშფოთება.
არ არის საკმარისი, დიპლომატთა ზედაპირული განმარტებები და საჭიროა, მკაფიო დამოკიდებულება. უკრაინის ხელისუფლება რომ “სპეკულაციურ” კამპანიაშია ჩართული საქართველოს წინააღმდეგ და სწორედ, ამ კამპანიის ნაწილია ადეიშვილის ევროპული ვოიაჟები გასაგებია, თუმცა “ბუნდესტაგმაც” და ევროპელმა ლიდერებმაც უნდა გააცნობიერონ ის საფრთხე, რაც საქართველოში ძებნილი კრიმინალის მიღებასა და მაღალი დონის შეხვედრების მონაწილეობას შეიძლება მოჰყვეს ანტიევროპული განწყობების ხელშეწყობა. ისიც გასაგებია, რომ ზოგიერთი ევროპელი დეპუტატი ღიად, დაუფარავად ცდილობს ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას და სუვერენიტეტის შეურაცხყოფას, რაც მათ გამოსვლებში გამოიხატება ხოლმე, თუმცა ამ დროს საჭიროა, მკაფიოდ გაემიჯნოს ევროკავშირის ელჩი და არ დატოვოს სივრცე ინსინუაციებისთვის!“, – წერს ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ერთი, ეს იყო ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე და მეორე, ამის საპასუხოდ არის კითხვები რამდენად ადეკვატური იყო მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედებები და დაგეგმვა სპეციალური საპოლიციო ღონისძიებისა

შე დეენემით ნაციონალო, ბიძინა ივანიშვილთან მიგაგზავნეს და გინდა დალაგება, რომ შენი პატრონები, “ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსნები გადარჩნენ, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში ილაპარაკებ კორუფციულ სქემებზე?