ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი – ქართველო ხალხო, ჩვენ გხედავთ – დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის თქვენს ბრძოლას ვხედავთ

ქართველო ხალხო, ჩვენ გხედავთ, – ასე გამოეხმაურა ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი, კატრინ გერინგ-ეკარდი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამართულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციას.
„ქართველო ხალხო, ჩვენ გხედავთ, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის თქვენს ბრძოლას ვხედავთ!“ – წერს კატრინ გერინგ-ეკარდი X-ზე.