ბუნდესტაგის დეპუტატი – საპარლამენტო არჩევნების წინ ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას წინააღმდეგ გამოძიების შესახებ ცნობები საგანგაშოა

საპარლამენტო ს წინ ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას წინააღმდეგ გამოძიების შესახებ ცნობები საგანგაშოა, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) დეპუტატი, თომას ჰაკერი სოციალურ ქსელში წერს.
„საპარლამენტო არჩევნების წინ ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას წინააღმდეგ გამოძიების შესახებ ცნობები საგანგაშოა. დეზინფორმაციასთან ბრძოლა ხელისუფლების ინტერესებში უნდა შედიოდეს. ამის ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აშინებენ. როგორი სირცხვილია“, – წერს თომას ჰაკერი.
შეგახსენებთ, დღეს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩაატარა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ლილუაშვილი – დროა დავსვათ კითხვები: თუ ყველაფერი ასე კარგადაა, რატომაა ასეთი მასშტაბური გაჭირვება? ხომ არ ხდება ისე, რომ საქსტატის ზრდის მაჩვენებლები დაფუძნებულია ფინანსთა სამინისტროს გადაჭარბებულ მონაცემებზე და რეალობას აცდენილია?