ბულგარელ მართლმადიდებელთა პატრიარქად უკრაინაში რუსეთის შეჭრის მომხრე მიტროპოლიტი დანიელი აირჩიეს

ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც ტრადიციულად ახლო ურთიერთობაშია მოსკოვის საპატრიარქოსთან, კვირას, 30 ივნისს, თავის ახალ პატრიარქად აირჩია 52 წლის მიტროპოლიტი დანიელი, რომელიც ღიად უჭერდა მხარს ში ს სრულმასშტაბიან შეჭრას.
რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახურის ცნობით, წმინდა სინოდის შეკრებაზე, რომელიც ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი საეკლესიო ორგანოა, დანიელს მხარი დაუჭირა 138-იდან 69-დელეგატმა. მისმა კონკურენტმა გრიგორიმ, რომელიც ნეიტრალურ პოზიციას იცავს, 66 ხმა მიიღო. კიდევ სამი ხმა ბათილად იქნა მიჩნეული.
დანიელი გახდა პატრიარქ ნეოფიტის მემკვიდრე, რომელიც 2024 წლის მარტში 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პატრიარქი ნეოფიტე, გარდაცვალებამდე ხშირად აკრიტიკებდა უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო აგრესია და რუსეთს ომის დასრულებისკენ მოუწოდებდა.
უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ომიდან რამდენიმე თვის თავზე ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ყველანაირი კავშირი გაწყვიტა მოსკოვის საპატრიარქოსთან.

ხოლო 2023 წლის სექტემბერში ბულგარეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააძევა სოფიაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (РПЦ) სამი წარმომადგენელი, მათ შორის ამ ეკლესიის წინამძღოლი, არქიმანდრიტი ვასიანი (ერისკაცობაში ნიკოლაი ზმეევი).
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

საერთაშორისო ფესტივალის „ხელოვნება საზღვრების გარეშე“ ფარგლებში, პროექტში ჩართული ახალგაზრდები ქართულ-პოლონური სპექტაკლზე მუშაობენ, რომლის ჩვენებაც გორსა და სოფელ დიცში გაიმართება