ბულგარეთი 1-ელი მარტიდან რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას ბულგარული მედია ავრცელებს.
„დღეიდან ჩვენს ქვეყანაში რუსული ნავთობის იმპორტზე სრული აკრძალვა შედის ძალაში, მას შემდეგ რაც 1-ელ იანვარს ასევე აიკრძალა რუსული ნედლეულისგან დამზადებული პროდუქციის ექსპორტი”, – ნათქვამია განცხადებაში.
აკრძალვის მიზეზი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი გახდა.