ბულგარეთი არ გამოიძიებს ევროკომისიის პრეზიდენტის თვითმფრინავთან დაკავშირებულ ინციდენტს

ბულგარეთის მთავრობა ვერ ხედავს ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტის გამოძიების საფუძველს.
ეს, როგორც რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახური იუწყება, 2 სექტემბერს ჟურნალისტებს უთხრა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა როსენ ჟელიაზკოვმა.
ბულგარეთის პრემიერის თანახმად, ინციდენტი არ უკავშირდებოდა რომელიმე ერთ კონკრეტულ თვითმფრინავს, ჰიბრიდულ საფრთხეს, ან კიბერსაფრთხეს და მსგავსი შემთხვევები იშვიათობა არ არის.
1 სექტემბერს გამოცემა Financial Times-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავს, რომელშიც ევროკომისიის პრეზიდენტი უზრულა ფონ დერ ლაიენი იმყოფებოდა და ბულგარეთის ქალაქ პლოვდივის აეროპორტში უნდა დაშვებულიყო, აეროპორტთან მიახლოებისას გაეთიშა ელექტრონული სანავიგაციო მხარდაჭერა(GPS) და პილოტებმა თვითმფრინავი ქაღალდის რუკების გამოყენებით დასვეს.
წყაროთა თანახმად GPS-ი მთელ აეროპორტში გაითიშა.
ევროკომისიის სპიკერის მოადგილემ, არიანა პოდესტამ განაცხადა, რომ ბულგარეთის ხელისუფლებისგან მიღებული ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი, სავარაუდოდ, „ს უხეში ჩარევა იყო“. კრემლში განაცხადეს, რომ ინფორმაცია არასწორია.
რადიო თავისუფლების ბულგარულ სამსახურს საჰაერო მიმოსვლის ადმინისტრაციაში განუმარტეს, რომ GPS-სიგნალის დაკარგვა გახშირებულია ში ომის დაწყების შემდეგ.
ეს 2 სექტემბერს გაიმეორა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმაც. ჟელიაზკოვის განცხადებით, ომის წარმოების ერთ-ერთი თანამედროვე საშუალება რადიოელექტრონული ბრძოლაა, რომელიც პერიოდულად იწვევს დიდ ტერიტორიებზე რადიოსიხშირის სპექტრის შეფერხებას და მსგავს შემთხვევებში სამოქალაქო ავიაცია პროტოკოლით დადგენილ, ნავიგაციის სხვა საშუალებებს იყენებს.
ფორუმი