ბუდუ თავისას არ იშლის – ისევ გაიტანა და “კარლსრუე” მარცხისგან იხსნა [VIDEO]

მეორე ბუნდესლიგის მეთექვსმეტე ტურში „კარლსრუე“ საკუთარ მოედანზე „ჰანზას“ დაუზავდა – 2:2.
მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც გასულ ტურში დუბლი შეასრულა, 62-ე წუთზე ფაბიან შლეუსენერის ნაცვლად შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:2 იყო. 81-ე წუთზე კარის წინ ჩაწოდებული ბურთის ამოტანისას მცველმა დაახანა, რითაც ქართველმა უმალ ისარგებლა და მეტოქის კარი დალაშქრა.
ისე, მეტი რაღა უნდა გააკეთოს ბუდუმ, ძირითად შემადგენლობაში რომ დააყენონ?
„კარლსრუე“ 17 ქულით მეთოთხმეტე ადგილზეა და 8 დეკემბერს გასვლაზე „ჰანოვერს“ დაუპირისპირდება.
კარლსრუე – ჰანზა 2:2