მეორე ბუნდესლიგის მეთექვსმეტე ტურში “კარლსრუესა” და “რეგენსბურგის” შეხვედრის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
სტუმრები პენალტით დაწინაურდნენ, კომპენსირებულ დროში კი ბუდუ ზივზივაძემ თავურით ანგარიში გაათანაბრა. ქართველმა სამმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა და 10 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.