ბუდუ ზივზივაძე: ყველა წუთისთვის მადლობელი ვარ, რომელიც მოედანზე გავატარე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე გულემატკივებს მადლობას უხდის. ამის შესახებ მან ესპანეთთან გამართული მატჩის შემედგ ისაუბრა. მისი თქმით, გუნდის წარმატება დიდწილად სწორედ ქომაგების დამსახურება იყო.

ზივზივაძე ვილი სანიოლის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ მის ყველა გადაწყვეტილებას პატივს სცემს და მადლიერი იმ რამენიმე წუთისთვისაც, რაც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.

პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი ვინც აქ იმყოფებოდა და ვინც საქართველოში იყო, იმიტომ, რომ ძალიან დიდი გულშემატკივრობა და მხარდაჭერა იგრძნობოდა მათგან. მათ გარეშე ამ შედეგის მიღწევა გაგვიჭირდებოდა. ვეტყვი, რომ იამაყონ ამ გუნდით, იმიტომ, რომ მართლაც საამაყო გუნდი გვყავს და ბედნიერი ვარ, რომ არ ისტორიის და გუნდის ნაწილი ვარ. მწვრთნელი იღებს გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნად, ყველა ფეხბურთელს სურს, რომ ბევრი ითამაშოს, მაგრამ მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა ამ ევროპის ჩემპიონატზე და როგორც პროფესიონალი მის ყველა გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. იმ რამდენიმე წუთისთვისაც, რაც ვითამაშე, ძალიან მადლობელი ვარ მისი.
ძალიან დიდი გამოცდილება იყო. კიევ უფრო გაიზრება ნაკრები ამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ და მომავლისთვის დაგვეხმარება, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ.
ცოტა ხანი დავისვენებ და შემდეგ უკვე ჩემპიონატებს დაუბრუნდება ყველა ფეხბურთელი, – ამბობს ბუდუ ზივზივაძე. 

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები კიოლნის სტადიონზე ესპანეთს დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრები “ფურია როხასთან” 4:1 დამარცხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ჩაგვრის გზას ადგას საქართველოს ხელისუფლება და ცდილობს საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან გადახვევას – მოვუწოდებ ეუთოს ასამბლეას, მხარდაჭერა გამოუცხადონ თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს