ბუდუ ზივზივაძე – არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს, საქართველოს გზა ევროპაშია – ვდგავარ ახალგაზრდების გვერდით, ვინც ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის

არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს სკენ მიაქანებს, საქართველოს გზა ევროპაშია, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე FACEBOOK-ის პირად გვერდზე წერს.
ბუდუ ზივზივაძის განცხადებით, ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ სპორტსმენს კონკრეტულად კი ფეხბურთელს უკვე მეორედ მიწევს დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი, ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო დიდ საფეხბურთო ფორუმზე. მაგრამ როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე თავს ვალდებულად ვთვლი, რომ კვლავ გავიმეორო: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს. საქართველოს გზა ევროპაშია.
ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით, ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის.
ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა.
პ.ს მსურს, რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს, როგორც 26 მარტის ღამეს იყო“, – წერს ბუდუ ზივზივაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის