ბუდუს ვეღარ აჩერებენ – ზივზივაძემ “ელვერსბერგსაც” გაუტანა [VIDEO]

მეორე ბუნდესლიგის მე-17 ტურში “კარლსრუემ” საკუთარ მოედანზე “ელვერსბერგი” 3:2 დაამარცხა.
ჩვენდა სასიხარულოდ, მასპინძელთა გუნდის ქართველმა ცენტრფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ მე-17 წუთზე თავის გამოჩენა მოახერხა და ბოლო ოთხ მატჩში მეოთხე გოლი გაიტანა. ის 78-ე წუთზე შეცვალეს.
“კარლსრუემ” ჩემპიონატზე ბოლო 6 მატჩიდან 2 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, 21 ქულით მე-12 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 19 იანვარს სახლში “ოსნაბრიუკთან” ჩაატარებს.
კარლსრუე – ელვერსბერგი 3:2
გოლები: 1:0 ბურნიჩი (6), 2:0 ზივზივაძე (17), 1:2 ვანერი (29), 3:1 მატანოვიჩი (53), 3:2 შნელბახერი (63)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში