ბუდუმ ტრავმა მიიღო – “ჰაიდენჰაიმმა” ისევ გაიმარჯვა

ბუნდესლიგის 27-ე ტურში „ჰაიდენჰაიმმა“ გასვლაზე „ვოლფსბურგს“ 1:0 სძლია.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელს ბუდუ ზივზივაძემ ერთხელ გატანა მეკარე კამილ გრაბარამ არ დაანება, მეორე ეპიზოდში არაზუსტად დაარტყა ბურთი, კომპენსირებულ დროში კი სწრაფი კონტრშეტევისას ლუკას ნმეჩამ წააქცია, რომელსაც მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა. ქართველმა ტრავმა მიიღო, შეცვლა მოითხოვა და მოედნის დატოვება მოუწია. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.9, flashscore 6.9, whoscored 6.5.
„ჰაიდენჰაიმმა“ ბოლო 3 მატჩიდან 2 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა 22 ქულით მე-16 ადგილზეა და 5 აპრილს „ბაიერს“ უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში