ბუდაპეშტში კიდევ ერთი მასობრივი დემონსტრაცია გაიმართა ცვლილებების მოთხოვნით

ბუდაპეშტის ქუჩებში 6 აპრილს ათი ათასობით მოქალაქე გავიდა, უკვე მესამედ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში, რათა მონაწილეობა მიეღო აქციაში, რომელიც გამოაცხადა პეტერ მაგიარმა – ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ს მემარჯვენე ნაციონალისტური მთავრობის მეტოქემ.
43 წლის მაგიარმა – რომელიც ორბანის პარტია ფიდესს თებერვალში გამოეყო საჯაროდ – აქცია გამოიყენა ახალი პოლიტიკური ერთობის გამოსაცხადებლად, რომლის მიზანი იქნება ორბანის ადმინისტრაციით და ფრაგმენტიზებული ოპოზიციით იმედგაცრუებული კონსერვატორების და ლიბერალების გაერთიანება.
“ნაბიჯ-ნაბიჯ, აგურით აგურზე, ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენს სამშობლოს და ვაშენებთ ახალ ქვეყანას, სუვერენულ, მოდერნულ, ევროპულ უნგრეთს” – თქვა მაგიარმა, რომელიც გამოდის ქვეყანაში მორალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების გატარების მოწოდებებით.
წინა, მსგავსი დემონისტრაციები ბუდაპეშტში გაიმართა 15 და 27 მარტს, ასევე ათი ათასობით მოქალაქის მონაწილეობით.