ბუდანოვი: სიტუაცია საკმაოდ რთულია, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის კირილ ბუდანოვის თქმით, ელის, რომ შეტევით მოქმედებებს გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში პირველ რიგში დონეცკის მახლობლად გააძლიერებს.

„ისინი [ს ფედერაციის შეიარაღებული ძალები] ჩასივ-იარისკენ ცოტათი წინ წაიწევენ. ქალაქ პოკროვსკის მიმართულებით დაიწყებენ სვლას, პოკროვსკის სტრატეგიული მიმართულებით“, – აღნიშნა ბუდანოვმა.

ამავდროულად, დაზვერვის უფროსის აზრით, რუსეთის მოსალოდნელი შეტევის დაწყებამდე ფრონტზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იქნება.

„სიტუაცია საკმაოდ რთულია, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება“, – ამტკიცებს ის.

ბევრი სამხედრო ექსპერტისგან განსხვავებით, ბუდანოვი უკრაინის შეტევას წელს არ გამორიცხავს. თუმცა მან დეტალებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხზე პასუხისმგებლობა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ეკისრება.

მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ს დამატებითი საბრძოლო აღჭურვილობა ესაჭიროება.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }