ბუდანოვი: რუსეთის მოროზოვსკის სამხედრო აეროდრომზე 70 დრონით იერიში მივიტანეთ

უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის, კირილო ბუდანოვის ცნობით, 13-14 ივნისს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ს მოროზოვსკის სამხედრო აეროდრომზე მინიმუმ 70 დრონის გამოყენებით იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ბუდანოვმა The War Zone-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ბუდანოვის თქმით, ეს ოპერაცია უკრაინის ტერიტორიიდან განხორციელდა და აეროდრომზე მიყენებული ზიანის შეფასება ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც ბუდანოვმა თქვა, უკრაინული მხარე ამჟამად ელოდება ინფორმაციას, აეროდრომზე თავდასხმისას დაზიანდა თუ არა სამხედრო თვითმფრინავებიც.
Planet Labs-ის მიწოდებული სურათების მიხედვით, მოროზოვსკის აეროდრომზე თავდასხმის დროს ორი Su-34-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი იყო. კირილო ბუდანოვმა ასევე თქვა, რომ მოროზოვსკის აეროდრომზე შეტევებს კიდევ განახორციელებენ.