ბსუ-ს სტუდენტები ტეხასის Prairie View A&M უნივერსიტეტში სტაჟირებას გადიან

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ტეხასის Prairie View A&M უნივერსიტეტში სტაჟირებას გადიან. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სტუდენტები -ის ექსტენციის სისტემას ეცნობიან და უნივერსიტეტის კვლევით და პრაქტიკულ აქტივობაში მონაწილეობენ.
ს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულების სტუდენტები: მერი წილოსანი, გიორგი კილასონია და ლუკა ნინიძე ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის USDA-ს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში, ტეხასის Prairie View A&M უნივერსიტეტში სტაჟირებას გადიან.
სტუდენტები ეცნობიან აშშ-ის ექსტენციის სისტემას და მონაწილეობენ უნივერსიტეტის კვლევით და პრაქტიკულ აქტივობაში. კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, სექტორული პლატფორმა „მომავლის ფერმერი“ ახორციელებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.