ბრიჯიტ ბარდო 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფრანგი მსახიობი ბრიჯიტ ბარდო 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ინფორმაციას მედია საშუალები ბრიჯიტ ბარდოს ფონდზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ბრიჯიტ ბარდო 1934 წელს პარიზში დაიბადა. მისი კინოდებიუტი 1952 წელს, 18 წლის ასაკში შედგა. ბრიჯიტ ბარდოს ცხოვრება შეიცვალა, როდესაც მან მთავარი როლი შეასრულა როჟე ვადიმის ფილმში „და ღმერთმა… შექმნა ქალი“, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. ამასთან, ბრიჯიტ ბარდომ წარმატებები მოიპოვა ისეთ ფილმებში მონაწილეობით, როგორიცაა : „უბედურების შემთხვევაში“, „პარიზელი ქალი“, „ბაბეტი მიდის ომში“, ანრი-ჟორჟ კლუზოს ფილმით „სიმართლე“ და სხვა.

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული, გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – თუ პარტიის თავმჯდომარე ხარ, უნდა იყო პრემიერობის კანდიდატიც, რაც მე არ ვიქნები, შესაბამისად, თუ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, მე ვიქნები მისი ეფექტური მენეჯერი – რაც შეეხება ბოკუჩავას, მასთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნა არ მაქვს